Posts

ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. გამოვასწორე ის ხარვეზები რომლებიც მქონდა გეგმაზე მუშაობისას. ავტვირთეთ ჩემი პორტფოლიო ვებგვერდზე. დავათვალიერეთ ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობები რომლებიც უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ კიდეც ტრენინგის განმავლობაში. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ტრენერის დახმარებით პროექტის შეფასების რუბრიკა. სულ 11კრიტერიუმია და შეფასება თითოეული მათგანისა არის4 ქულა,ანუ პორტფოლიოს ჯამური შეფასება44 ქულაა. იმისათვის რომ ტრენინგი ჩაგვეთვალოს 30 ქულის დაგროვება მოგვეთხოვება. მოვახდინეთ ერთმანეთის პორტფოლიოების დათვალიერება და შეფასება. დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი პორტფოლიო ტრენერის დადებით შეფასებას დაიმსახურებს. ჩემ კოლეგებსაც ვუსურვებ წარმატებებს და ტრენერს კი მადლობა გაწეული შრომისთვისა და თავდადებისთვის.

პროექტის პორტფოლიო

გთხოვთ დაათვალიეროთ ჩემი პროექტის პორტფოლიო და შეაფასოთ

ტრენინგის მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ ისტ -ის სტანდარტები ე.ს.გ.დან. აგრეთვე ვისაუბრეთ  რესურსების,ფასილიტაციის მასალების შექმნაზე,მასწავლებელზე როგორც ფასილიტატორზე. ვისწავლეთ პროექტის დასაწყისისთვის google formში გამოკითხვის ჩატარება. შევქმენით ფასილიტაციის რესურსები.

გონებრივი იერიშის გვერდი

Image

გამოკითხვა პროექტისთვის

გთხოვთ შეავსოთ კითხვარი .

ტრენინგის მეშვიდე დღის რეფლექსია

დავამთავრეთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა,ვიმუშავეთ პრეზენზაციის რუბრიკებზე და გავუკეთეთ მოდიფიცირება. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების სქემებზე,გავიხენე ბლუმის ტაქსონომია და გარდნერის მრავალმხრივ ინტელექტს.  გავაანალიზეთ ინდივიდუალური განსხვავებების აღქმის უნარებს. გავეცანით დიფერენცირებული სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს,შევავსეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ.

ტრენინგის მეექვსე დღე

   ტრენინგის მეექვსე დღეს დავამთავრეთ პრეზენტაცია და ჩავაშენეთ ბლოგში,გავეცანით საავტორო უფლებებს,შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი,დავიწყეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნა ჩემი პროექტის თემასთან დაკავშირებით.