ტრენინგის მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგი დასასრულს მიუახლოვდა. გამოვასწორე ის ხარვეზები რომლებიც მქონდა გეგმაზე მუშაობისას. ავტვირთეთ ჩემი პორტფოლიო ვებგვერდზე. დავათვალიერეთ ჩეკლისტი და მოვნიშნეთ ყველა ის აქტივობები რომლებიც უნდა შეგვესრულებინა და შევასრულეთ კიდეც ტრენინგის განმავლობაში. კიდევ ერთხელ დავათვალიერეთ ტრენერის დახმარებით პროექტის შეფასების რუბრიკა. სულ 11კრიტერიუმია და შეფასება თითოეული მათგანისა არის4 ქულა,ანუ პორტფოლიოს ჯამური შეფასება44 ქულაა. იმისათვის რომ ტრენინგი ჩაგვეთვალოს 30 ქულის დაგროვება მოგვეთხოვება. მოვახდინეთ ერთმანეთის პორტფოლიოების დათვალიერება და შეფასება. დიდი იმედი მაქვს რომ ჩემი პორტფოლიო ტრენერის დადებით შეფასებას დაიმსახურებს. ჩემ კოლეგებსაც ვუსურვებ წარმატებებს და ტრენერს კი მადლობა გაწეული შრომისთვისა და თავდადებისთვის.

Comments