ტრენინგის მესამე დღე
შესანიძშნავად დაიწყო ტრენინგის მესამე დღე და ბოლომდე ნაყოფიერად ვიმუშავებდით რომ არა კომპიუტერების მწყობრიდა გამოსვლა ტრენინგის დამთავრებამდე საათნახევრით ადრე.მანამდე ვისაუბრეთ და გავეცანით პროექტის სტანდარტებს,მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს. შევავსეთ შაბლონის მიზნებისა და საკვანძო კითხვების გრაფები. პროექტი" არა ძალადობას" მოითხოვს ზოგად კითხვას:რამ შემქმნა ადამიანად? თემატური კითხვები:რისთვის იბადება ადამიანი? რა სჯობს მტრობა თუ სიყვარული და შინაარსობრივი კითხვები: რა იწვევს კონფლიქტს? რა შედეგები მოჰყვება მას? ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გამარჯვებული? მსხვერპლი?ტრენინგის ბოლო საათი გავეცანით პროექტორით სხვადასხვა მიმართულების მიცემ საკვანძო კითხვებს
მარიკა, მომეწონა თქვენ მიერ შედგენილი ზოგადი კითხვა, მოსწავლეებს უბიძგებს, გამოიყენონ მაღლი სააზროვნო უნარები. თემტური კითხვები უშუალოდ პროექტს უკავშირდება. შინაარსობრივი კითხვები უფრო კონკრეტულ საკითხს უნდა შეეხებოდეს, აქ წარმოდგენილი კითხვები კი ჩემი აზრით, ანალიზს მოითხოვს. იქნებ ჯობდეს ეს კითხვებიც თემატურში გადაიტანო და შინაარსობრივი კითხვები ხელახლა დაწერო.
ReplyDeleteდასმული შეკითხვები საინტერესო და მიმართულების მიმცემია,შეფასების რუბრიკის შესაბამისია, თუმცა შინაარსობრივი კითხვებიდასახვეწია.
ReplyDeleteგისურვებთ შემდგომ წარმატებებს!