ტრენინგის მეექვსე დღეს დავამთავრეთ პრეზენტაცია და ჩავაშენეთ ბლოგში,გავეცანით საავტორო უფლებებს,შევავსეთ საავტორო უფლებების ტესტი,დავიწყეთ მოსწავლის ნიმუშის შექმნა ჩემი პროექტის თემასთან დაკავშირებით.
შესანიძშნავად დაიწყო ტრენინგის მესამე დღე და ბოლომდე ნაყოფიერად ვიმუშავებდით რომ არა კომპიუტერების მწყობრიდა გამოსვლა ტრენინგის დამთავრებამდე საათნახევრით ადრე.მანამდე ვისაუბრეთ და გავეცანით პროექტის სტანდარტებს,მისაღწევ შედეგებსა და ინდიკატორებს. შევავსეთ შაბლონის მიზნებისა და საკვანძო კითხვების გრაფები. პროექტი" არა ძალადობას" მოითხოვს ზოგად კითხვას:რამ შემქმნა ადამიანად? თემატური კითხვები:რისთვის იბადება ადამიანი? რა სჯობს მტრობა თუ სიყვარული და შინაარსობრივი კითხვები: რა იწვევს კონფლიქტს? რა შედეგები მოჰყვება მას? ვინ შეიძლება აღმოჩნდეს გამარჯვებული? მსხვერპლი?ტრენინგის ბოლო საათი გავეცანით პროექტორით სხვადასხვა მიმართულების მიცემ საკვანძო კითხვებს
მეორე დღე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვით დავიწყეთ. ამის შემდეგ გავეცანით პორტფოლიოს შეფასების რუბრიკებს. დღის მთავარი თემა პუბლიკაციის მომზადების ეტაპების გავლა იყო. შეევადარეთ ტრადიციული და პროექტებით სწავლება ერთმანეთს.დავათვალიერეთ სხვადასხვა პროექტები,გავეცანით მოთხოვნებსა და ვიმუშავეთ პუბლიკაციის შექმნაზე. პუბლიკაციის ფორმატად ავირჩიეთ ბროშურა
ტრენინგი თანდათან სახალისო ხდება,რადგან ვეუფლებით კომპიუტერთან მუშაობის ახალ უნარ- ჩვევებს, შეევისწავლეთ ისეთი საკითხები,როგორიცაა შეფასების მეთოდები,საშუალებები და ინსტრუმენტები. გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი. ასე ვსწავლობთ პროექტის გაკეთებას ნაბიჯ- ნაბიჯ. აგრეთვე ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე,რაც ფრიად სახალისო იყო
Comments
Post a Comment