ტრენინგის პირველი დღის რეფლექსია

         ჯგუფის წევრები გავეცანით ერთმანეთსა და ტრენერს. შემდეგ ვისაუბრეთ პროექტებზე,გავუზიარეთ ერთმანეთს გამოცდილებები პროექტების შექმნასთან დაკავშირებით.ტრენერმა გაგვაცნო საორგანიზაციო საკითხები და ტრენინგის მიზნები. ტრენერმა ჩაგვიტარა გამოკითხვა თუ რა უნარ-ჩვევები მოეთხოვება 21 საუკუნის ადამიანს. წერილობით გამოვთქვით ჩვენი შეხედულებები საზიარო დაფაზე. პორტფოლიოებისთვის შევქმენით  საქაღალდეები და აგრეთვე მასწავლებლის ბლოგი ,სადაც განვათავსებთ ჩვენს სამომავლო ნამუშევრებს. მე პირადად კმაყოფილი ვარ ტრენინგის პირველი დღის შედეგებითა და თავად ტრენერის ჯგუფის წევრებთან დამოკიდებულებით.

Comments